Მშობლების და სკოლის თანამშრომლობა.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ Ბავშვის
აღზრდასა და განვითარებაზე,
მის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე უდიდეს გავლენას ახდენს
ოჯახი და სკოლა. ბავშვობა ადამიანის
ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერიოდია. ის, თუ როგორ გაიარა მან ეს პერიოდი, ვინ და როგორ ზრდიდა, რა ინფორმაცია მიეწოდებოდა მის სუფთა გონებასა
და გულს, დიდწილად განაპირობებს იმას, თუ როგორი ადამიანი
ჩამოყალიბდება მისგან. მასწავლებლები
და მშობლები ბავშვების ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი Პიროვნებები არიან. ხშირად ბავშვის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ყურადღებიანები
და მზრუნველები არიან მის მიმართ პედაგოგები და Მშობლები.
სამწუხაროდ, მძიმე ეკონომიკურმა ფონმა,მატერიალურმა
სიდუხჭირემ მშობელი არათუ სკოლას დააშორა, არამედ საკუთარ ოჯახსაც მოსწყვიტა. ამიტომ
მნიშვნელოვანი და საკმაოდ
აქტუალური პრობლემაა სკოლასა
და ოჯახს შორის თანამშრომლობა. ბავშვის
სასკოლო ცხოვრების ხარისხი დამოკიდებულია არა მხოლოდ მის ქცევასა და აკადემიურ მოსწრებაზე, არამედ ურთიერთობაზეც,
რომელიც ვითარდება მშობელსა და მასწავლებელს
შორის. ვფიქრობ, რომ მათ ყველაფერი უნდა
გააკეთონ, რათა ერთობლივად იპოვონ გამოსავალი წარმოქმნილი პრობლემური Სიტუაციებიდან. Სწავლებისას პრობლემების
წარმატებული გადაჭრა შესაძლებელია
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი და სკოლა
ურთიერთობენ.
ოჯახებსა და სკოლებს
შორის თანამშრომლობა სულ უფრო აქტუალური
და მოთხოვნადი Ხდება. Სამწუხაროა, რომ უფრო ხშირად მათ ერთმანეთთან პრეტენზიები აკავშირებთ. მასწავლებლები უჩივიან მშობლების უინტერესობას შვილების სასკოლო
ცხოვრების მიმართ, მორალური ფასეულობების
ნაკლებობას, პასიურობას. მშობლები, თავის მხრივ, უკმაყოფილონი არიან გადაჭარბებული დატვირთვით, მასწავლებლის
გულგრილობით ან კვალიფიკაციით.
პრაქტიკა აჩვენებს, რომ მათ შორის ხშირად წარმოიქმნება კონფლიქტები და გაუგებრობები. როგორ გავხადოთ დიალოგი კონსტრუქციული
და კომუნიკაცია ეფექტიანი? Აქ გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებასა
და შთაბეჭდილებას, რომელიც შემექმნა მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად.
Განათლების
სისტემაში მიმდინარე რეფორმები იმდენად ცვალებადია, რომ მშობლებს ხშირად არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია ამ ცვლილებების შესახებ. მასწავლებელმა სკოლაში მიმდინარე რეფორმები და მთლიანად სასწავლო Პროცესი მშობლებისთვის მაქსიმალურად
ღია, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი უნდა გახადოს. მაგალითად, კომპლექსური დავალება და
მისით გამოწვეული უკმაყოფილება. მშობლები ხშირად ჩივიან, რომ მათ უწევთ ამ ტიპის
დავალების შესრულება. პირადად მქონია ასეთი შემთხვევა და ამ პრეტენზიის აღმოსაფხვრელად
თითოეულ მშობელს მივაწოდე სხვადასხვა საშუალებებით მშობლის ბარათები. მშობელთა კრებებზე
ან ინდივიდუალურ შეხვედრებზე განვუმარტე კომპლექსური დავალებების არსი.მივაწოდე ინფორმაცია
თუ როგორ და რა გზებით სრულდება დავალება. რა ცოდნა და უნარები ჭირდებათ ბავშვებს ამ
ტიპის დავალების შესასრულებლად და რაში მდგომარეობს ასეთი ტიპის სარგებლიანობა.
ჩემი მუშაობის პრაქტიკა მიჩვენებს, რომ მშობლები იწყებენ სკოლასა
და მასწავლებლებთან თანამშრომლობას, თუ მათ შორის ურთიერთგაგება წარმოიქმნება.
ეს იმას ნიშნავს,
რომ მასწავლებელმა უნდა იზრუნოს, გახდეს ოჯახსა და სკოლას შორის შუამავალი. მაშასადემე, საკუთარ თავზე იტვირთოს მედიატორის
ფუნქცია.
უპირველეს ყოვლისა,
მასწავლებელმა დეტალურად უნდა აცნობოს მშობლებს, თუ როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რა შედეგები აქვს ბავშვს,
რა სირთულეების დაძლევა უწევს,
რას აკეთებს საუკეთესოდ, როგორ ურთიერთობს თანატოლებთან, უფროსებთან. აგრეთვე Მასწავლებელი უნდა შეეცადოს ჩართოს
მშობელი სასკოლო პროექტებსა და ღონისძიებებში. ხშირად დაუკავშირდეს მათ და არამხოლოდ
პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში.
მშობლებისთვის საჭირო
მოთხოვნების წარდგენისას პედაგოგმა
ტაქტი, ობიექტურობა
და სამართლიანობა უნდა გამოავლინოს. მნიშვნელოვანია, რომ მთელი პასუხისმგებლობა არ დააკისროს მშობელს. მუდმივად Საჭიროა
მშობლების გრძნობების პატივისცემა და ბავშვების
შესაძლებლობებისა და მათი ქცევის
უყურადღებო, არაგონივრული შეფასების თავიდან აცილება.
პედაგოგმა
ასევე Მოთმინება უნდა გამოიჩინოს მის მიმართ
კრიტიკული განცხადებების მოსმენისას და აგრძნობინოს მშობელს, რომ იგი მზადაა მიიღოს ჯანსაღი კრიტიკა და იყოს
ქმედითი. მან კორექტულად უნდა მიიტანოს ყველა მშობლამდე
ინფორმაცია იმის შესახებ, რა მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ მათ ბავშვის აღზრდასა
და განათლებაში, რომ მშობლები არიან საგანმანათლებლო პროცესის განუყოფელი კომპონენტი
და რომ მათ აღზრდისა და განათლების მთელი პასუხისმგებლობა არ უნდა დააკისრონ მხილოდ სკოლასა და მასწავლებლებს.
Ბავშვის სოციალური და ფსიქოლოგიური
უსაფრთხოება, მიღწევები და წარმატებები
დამოკოდებულია იმაზე, თუ ვინ და როგორ ზემოქმედებს მასზე. Დროის უმეტეს ნაწილს ბავშვი სკოლასა და ოჯახში ატარებს.
Ამიტომ მშობლისა და მასწავლებლის ზემოქმედების
მეთოდები არ უნდა იყოს ერთმანეთის საწინააღმდეგო. Ყველაფერი ეს განხორციელებადი იქნება,
თუ მშობლები და პედაგოგები გახდებიან თანამოაზრეები
და მოკავშირეები, საერთო
ინტერესით, შეთანხმებულად შეუდგებიან
ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული პრობლემების
აღმოფხვრას.


No comments:
Post a Comment